LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეტყობა რამე, რომ 625 მილიონი მაქვს თუ როგორ? სახლში იყვნენ, მაგრამ ფული არ გვქონდა და რას წაიღებდნენ?“ – რას ამბობს სავარაუდოდ ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულის მამა

249
კახა კოტორაშვილი

დღეს საქართველოს პროკურატურამ 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტის გამოვლენასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

მოგვიანებით, „TV პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირი კომპანია „ფინის“ 49 წლის მფლობელი კახა კოტორაშვილია.

მედიასთან კომენტარი გააკეთა კახა კოტორაშვილის მამამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ სახლში გუშინ ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

„მეტყობა რამე, რომ 625 მილიონი მაქვს თუ როგორ?… სახლში იყვნენ, მაგრამ ფული არ გვქონდა და რას წაიღებდნენ? იქიდან თუ ამოიღეს [ფული] არ ვიცი. მეუღლე ესწრებოდა [ჩხრეკას]… გაჩხრიკეს სახლი და წაიღეს [საბუთი]. სახლიდან არა, სამსახურიდან [აიყვანეს]“, – უთხრა ჟურნალისტებს კახა კოტორაშვილის მამამ.

ცნობისათვის, კომპანია „ფინი“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g