LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეუბნებოდა, რომ მე ვიყავი მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული, მათი ქორწინება დიდ ხანს არ გასტანს“ – ჯენიფერ ლოპესის პირველი ქმრის სკანდალური ინტერვიუ

1639
Untitled.pngsdfsfsd

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის დაქორწინების შემდეგ, ჯეი ლოს პირველმა ქმარმა, ოხანი ნოამ „დეილი მეილს“ სკანდალური ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ „ბენიფერის“ ქორწინება დიდ ხანს არ გასტანს.

„მე მათ ბედნიერებას  ვუსურვებ, თუმცა ვფიქრობ, რომ მათი ქორწინება დიდ ხანს არ გასტანს. ჯენის მოსწონს შეყვარების პროცესი. ბოლოს და ბოლოს ექვსჯერ იყო დანიშნული. ბენი მისთვის მე-4 ქმარია, მე კი მისთვის პირველი ქმარი ვიყავი, ის მეუბნებოდა, რომ მე ვიყავი მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული. როდესაც ჩვენ საწოლში ვიწექით და პირველი ღამე გვქონდა, მითხრა, რომ ჩვენ ერთად სიცოცხლის ბოლომდე ვიქნებოდით. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, მაშინ ის უკვე პოპულარული იყო, მაგრამ მე-4 ქორწინებამდე ის მეგა-ვარსკვლავი გახდა“, – აცხადებს ნოა.

ცნობისთვის, ლოპესმა  და ოხანი ნოამ 1996 წელს, მაიამიში მდებარე რესტორანში გაიცნეს ერთმანეთი, მაშინ ჯეი ლო დამწყები მომღერალი იყო და პარალელურად მიმტანად მუშაობდა. გაცნობიდან ერთ წელში ისინი დაქორწინდნენ, თუმცა ორ წელიწადში დაშორდნენ ერთმანეთს.

ქორწილი, რომელსაც 19 წელი ველოდით – ფოტო/ვიდეო “ბენიფერის” ქორწილიდან

„ბენთან ყოველი დღე თაფლობის თვეა“ – „ბენიფერი“ გრანდიოზულ წვეულებას აანონსებს

მისტერ და მისი აფლეკების სასახლე – ნახეთ „ბენიფერის“ „სასიყვარულო ბუდე“ 60 მილიონ დოლარად

4/7/97 Los Angeles, CA Jennifer Lopez and husband Ojani Noa at the premiere of the new movie “Anaconda”
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები