LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე იაკობი: ახალი დაბრუნებული ვარ ამერიკიდან, კითხვაც არ აქვთ საერთოდ ქართულ არჩევნებზე, მართალია, ფიქრობენ, რომ უკეთესად შეიძლება, ჩატარდეს, მაგრამ რა სისულელეა, არავითარი „კიდევ არჩევნებიო”

216
მეუფე იაკობი

„ახალი დაბრუნებული ვარ ამერიკიდან. ერთ საინტერესო რაღაცას გეტყვით. კითხვაც არ აქვთ საერთოდ [საქართველოს] არჩევნებზე. ჩატარებულია არჩევნებიო. მართალია, ფიქრობენ, რომ უკეთესად შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ რა სისულელეა, არავითარი კიდევ არჩევნებიო,“ – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკომა წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობი საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

„დღეს ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც მონობის უღელი ადგას და იყურება უცხოეთისკენ, იქ რას მეტყვიან და რას არაო. შოლცი გვეჩხუბებოდა და თავისთან [გერმანიაში] არც აირჩიეს [არჩევნებში]. მაკრონი ავიღოთ კიდევ. თავიანთ ქვეყნებში ლიდერები არ არიან. ბრიტანეთი ავიღოთ. ჯონსონის დროს დაიწყო ომი უკრაინაში. გაქრა, პრემიერი აღარ არის. მე ვინ რა უნდა დამარიგოს, ან რომელმა ელჩმა რა უნდა მასწავლოს?! მივხვდით ერთ რაღაცას – უკრაინამ იომა, ხომ არ მორჩა იქ ომი?! რატომ უნდათ დამთავრდეს? იმიტომ რომ, რაც ავღანეთში ხდება, არ არის გამორიცხული, შუაგულ ევროპაში ეგრე დატოვონ ეს ქვეყანა [უკრაინა]. ამერიკა თუ არ დაეხმარა, ევროპას რისი თავი აქვს?!

ახალი დაბრუნებული ვარ ამერიკიდან. ერთ საინტერესო რაღაცას გეტყვით. კითხვაც არ აქვთ საერთოდ [საქართველოს] არჩევნებზე. ჩატარებულია არჩევნებიო. მართალია, ფიქრობენ, რომ უკეთესად შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ რა სისულელეა, არავითარი კიდევ არჩევნებიო. აქ კიდევ ხალხი დარბის [არჩევნების მოთხოვნით]. რისთვის დავრბივართ და რას ვაკეთებთ?! ვფიქრობ, ამერიკასთან მალე დალაგდება ურთიერთობები და ყველა თავის ადგილს ნახავს ამ განახლებულ მსოფლიოში“, – აღნიშნა მეუფემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g