LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, დარწმუნებული ვარ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში: ილია II

136
პატრიარქი-ფორტუნა
კათალიკოს პატრიარქმა, ილია II-ემ მირქმის დღესასწაულზე ქადაგებისას ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტზე, მეუფე პეტრეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკლესია მისთვის და ხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის ლოცულობს.

“მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს  ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება, უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც  შეცდომილ შვილებს. ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ,”- აღნიშნა ქადაგებისას პატრიარქმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g