LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეუფე შიოს გამარჯვების შანსი 70%-ია, 30% არის სიურპრიზი“ – პაატა ზაქარეიშვილი

688
2026-03-25_23-17-40_927607

სინოდს აქვს უნიკალური შანსი, იყოს სინოდი, არა რუსეთის, არა მთავრობის, არამედ ღმერთის, სინოდის ვაჟკაცობა გამოჩნდება, თუ მოახერხებს და ფოკუსს ჩაატარებს, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მეუფე შიოს გამარჯვების შანსი 70%-ია, 30% არის სიურპრიზი.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა გვაღიარა, ჩვენ 90-იან წლებამდე არავისთან აღიარებული არ ვართ. ილია მეორის პერსონალური დამსახურებაა, მას რომ არ ეშრომა ამდენი, ეს არ მოხდებოდა. მან მიაღწია, რომ მსოფლიომ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ დღეს უკრაინის ეკლესიის მსგავსად ვყოფილიყავით. ამის შემდეგ საქართველომ ამოისუნთქა და დაიწყო გარკვეული პროცესები და საპატრიარქოსაც შეეძინა გარკვეული სახელმწიფოებრივი ფუნქცია.

ახლა პირველად, სინოდს აქვს უნიკალური შანსი, იყოს სინოდი არა რუსეთის, არა მთავრობის, არამედ ღმერთის და მიიღოს გადაწყვეტილება. მათ უნდა აირჩიონ სამი კანდიდატი და ამ სამიდან შემდეგ ერთი. მეუფე შიოს არანაირი უპირატესობა არ აქვს, მას მხოლოდ შეუძლია, იყაროს კენჭი. მოსაყდრეობა არის პირობა, რომ ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი იმ სამი კანდიდატიდან. სინოდის ვაჟკაცობა გამოჩნდება, თუ ის მოახერხებს და უცებ რაღაც ფოკუსს ჩაატარებს. ის, რომ შიო გაიმარჯვებს, ამის 70%-იანი შანსია, მაგრამ ის 30% არის სიურპრიზი“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო: „ამ გზას, რომელსაც ქართველი ჯიში ადგას სამებისკენ მიმავალ გზაზე მშვენიერება ჰქვია“ – ნიკოლოზ წულუკიძე „იმედის“ ეთერში ილია მეორეზე საუბრობს

ვიდეო: „მახსენდება აბულაძის ფილმი, „ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?“. არის განცდა, რომ ხალხი ტაძრისკენ სავალ გზაზეა, სადაც პატრიარქი ელოდებათ“ – ნიკოლოზ წულუკიძე

ვიდეო: „როცა გზა აღარ იყო სავალი და ყველაზე მეტად გიჭირდა, უწმინდესი უცბად ისეთ გზას დაგანახებდა. როცა ჩვენი ამბავი მოხდა…“ – ნიკოლოზ წულუკიძე ილია მეორეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g