“მათ უნდათ ჩვენი გადამტვრევა, მაგრამ გადაიმტვრევიან თვითონ“, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეკლესია არ დაუშვებს ცოდვის პროპაგანდირებას.
მეუფე გრიგოლი „თბილისი პრაიდზე“ – “მე არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს, ვიღაცას მე არ მოვწონვარ და რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?”
მისივე თქმით, “ვისაც უნდა სიამოვნება იპოვოს ეკლესიის გარეთ, ის ეძებს სიკვდილს. რა უნდა ელჩს რაღაცა აქციის მხარდამჭერებში და რატომ აძალებს ხელისუფლება პოლიციას, დაიცვას ისინი? ცოდვის მონობაში მყოფი ჯგუფი დამიყენეს როგორც არბიტრი ჩემს ცხოვრებაში. ეკლესიამ ორჯერ გამოაცხადა და კიდევ გამოაცხადებს, ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონობის პროპაგანდირებას, როცა ხალხი ამბობს, ამას არ ვღებულობთ. ის, შენ რომ ცოდვილი ხარ, არ უნდა შეირგო, როგორც სიკეთე, ამ ცოდვას უნდა ებრძოლო. ევროკავშირში გაერთიანება გეებზე გადის. სოდომის ცოდვა თუ დავუშვით, მაშინ ჩვენ გავერთიანდებით?”- განაცხადა მეუფე სტეფანემ.