LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუღლის ფიზიკურ შეურაცხყოფასა და არასრულწლოვანი შვილის მუქარაში ბრალდებული დაკავებულია

94
DEBILI

37 წლის მამაკაცი, რომელიც მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, შვილს კი სიცოცოხლის მოსპობით ემუქრებოდა, დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს პირი წარსულში ნასამართლევია და ზემოთჩამოთვლილის გარდა, ასევე ბრალად ედება ა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ნარკოდანაშაული.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გ.ლ. მეუღლესა და ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვანს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი – “KOMBAT”-ის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები. ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g