LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მევლუდ მელაძე: “შუა ზოლი ორივე მხრიდან მომავალი ავტომობილებისთვის იქნას გამოყენებული!”

96

ქართველი ავტომრბოლელი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი – მევლუდ მელაძე, სოციალურ ქსელში საჯარო პოსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, რიკოთის უღელტეხილზე შუა საგზაო ზოლი გადაადგილებისას შეფერხებას იწვევს.

,,ეს რიკოთის უღელტეხილია (ზესტაფონისკენ ვეშვებით) და თუ მძღოლი სატვირთოს უკან აღმოჩნდა (ან რამე ნელა მიმავალი ავტომობილის უკან), მაშინ ან უნდა დაარღვიოს და გაასწროს (რასაც აკეთებს 100%) ან უამრავი კილომეტრი უკან უნდა სდიოს. არა და შესაძლებელია, რომ შუა ზოლი ორივე მხრიდან მომავალი ავტომობილებისთვის იქნას გამოყენებული. ეს პრაქტიკა მიღებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.’’

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები