შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ გასცა დარბევის ბრძანება 20 ივნისის ღამეს. მისივე თქმით, აქ მთავარია იყო თუ არა პოლიციელების ქმედება კანონიერი. თუმცა მინისტრის მოადგილე იმასაც აცხადებს, რომ პოლიციას გარკვეულ სიტუაციაში ბრძანების გარეშე მოქმედების უფლება აქვს.
“პოლიცია იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ამ ადამიანებს თავს ესხმოდნენ და სრულიად ლეგიტიმურია ის, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს. ვგულისხმობ საერთო ჯამში ოპერაციას და არ ვგულისხმობ, ცუდი ინტერპრეტაცია რომ არ მოხდეს, კონკრეტულ გადაცდომებს,საერთო ჯამში, ოპერაცია იყო ლეგიტიმური იყო პროპორციული და კითხვები არ უნდა არსებობდეს”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა
მისივე თქმით, არავის მისცემენ იმის შესაძლებლობას, რომ უდანაშაულო პოლიციელები, რომლებიც იმ “სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავდნენ”, რომელთაც “კორდონიდან ათრევდნენ”, რომლებსაც “რკინის საგნებს, სხვადასხვა ბლაგვ საგნებს უმიზნებდნენ და ურტყამდნენ, სახალხო წესით გაასამართლონ.
“იქ, სადაც კონკრეტული გადაცდომები იყო და იქ კონკრეტულმა პირებმა დანაშაული ჩაიდინეს შესაბამისი შედეგები დადგება”, — ნათია მეზვრიშვილმა.
ორკვირიანი უწყვეტი პროტესტი გრძელდება. დედაქალაქის მთავარ გამზირზე მე-14 დღეა, საქართველოს მოქალაქეები ერთი მოთხოვნით იკრიბებიან – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი.
მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ - ვინ იმღერებს ანტისაოკუპაციო კონცერტზე
ცნობილია იმ შემსრულებლების სია, რომლებიც საქართველოს პარლამენტის წინ დაუკრავენ და იმღერებენ