მფრინავ ავტომობილს, რომელსაც 160კმ/სთ სიჩქარის განვითარება და 2500 მეტრის სიმაღლეზე ასვლა შეუძლია, სლოვაკეთის ტრანსპორტის დეპარტამენტისგან „ფრენის უნარინობის“ სერტიფიკატი გადაეცა.
ჰიბრიდული მანქანა-თვითმფრინავი სახელად Aircar, BMW-ს ძრავითაა აღჭურვილი და ჩვეულებრივ ბენზინზეც მუშაობს.
მანქანის თვითმფრინავად გადაქცევას ზუსტად 15 წამი სჭირდება.
რაც შეეხება სერტიფიკატს, მისი მიღება ავტომობილმა მხოლოდ 70 საათიანი სატესტო ფრენის, 200-ზე მეტი აფრენის და დაფრენის შემდეგ შეძლო.
AirCar ჩვეულებრივი თვითმფრინავის მსგავსად იფრენს და მის შტურვალთან მოხვედრას მხოლოდ პილოტის მოწმობის მქონე ადამიანი შეძლებს.
მიუხედავად იმისა, რომ სერიული წარმოების დაწყება უკვე შესაძლებელია, ინჟინრები გეგმავენ გამოუშვან ავტომობილის გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც 300 კმ/სთ-მდე შეძლებს აჩქარებას, სვლის მარაგი კი 1000 კილომეტრი იქნება. ახალი საფრენი აპარატის სერტიფიცირების პროცესს დამატებით ერთი წელი დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ მფრინავი ტაქსების სერვისის დანერგვაზე არაერთი კომპანია მუშაობს. მაგალითად, Boeing რომელმაც სერვისის განვითარებისთვის დამატებით 450 მილიონი დოლარის ინვესტიციის დახარჯვა გადაწყვიტა.