LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მღებრიშვილი: სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად ჩვენ მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული – ხვალისთვის ვგეგმავთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას

144
BeFunky-collage - 2023-08-16T213043.004

სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად ჩვენ მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, – აღნიშნულის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალისთვის მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა იგეგმება.

„აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც. სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად ჩვენ მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი. ხვალისთვის ვგეგმავთ უკვე მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას. კითხვა რომ არ დარჩეს, რატომ აქამდე არ შეიყვანეს მდინარეში მძიმე ტექნიკა, აქამდე არ მოგვეცა ამის საშუალება ნიადაგის გამო.

რამდენჯერაც ვცადეთ მძიმე ტექნიკის დიდი რაოდენობით შეყვანა, იმდენჯერ ჩაეფლო. დღეს შევამოწმეთ გარკვეულ ადგილებში, სადაც გვქონდა გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება იყოს ცხედარი ან ფრაგმენტი და უკვე ნიადაგი მყარია. ხვალიდან დავიწყებთ აქტიურ სამძებრო სამუშაოებს”, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი. 7 პირთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მთავარი ფოტო: ინტერპრესნიუსი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g