როგორც ცნობილია, „მოცეკვავე მილიონერი“ ჯანლუკა ვაკი და მისი რჩეული, 25 წლის შერონ ფონსეკა რამდენიმე თვის წინ მშობლები გახდნენ. წყვილს ქალიშვილი, ბლუ იერუსალიმი შეეძინათ. გოგონა რთული გენეტიკური პათოლოგიით, „მგლის ხახის“დიაგნოზით დაიბადა. რამდენიმე დღის წინ ვაკიმ კლინიკიდან გადაღებული ფოტო გაგვიზიარა და განაცხადა, რომ მათი 5 თვის გოგონას, ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.
„ვამაყობ, რომ მისი მამა ვარ“ – ჯანლუკა ვაკის 5 თვის გოგონას „მგლის ხახის“ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა
სულ ცოტა ხნის წინ შერონ ფონსეკამ ინსტაგრამზე საავადმყოფოს პალატაში გადაღებული ვიდეო გაავრცელა, როგორც ჩანს ყველაფერი კარგადაა და გოგონა რეაბილიტაციას წარმატებულად გადის. ვიდეოში ჩანს, რომ ბლუ იერუსალიმი საკმაოდ აქტიურია. ფონსკემა ვიდეოს თან ვრცელი პოსტი დაურთო, რომელშიც უმძიმესი კვირის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ქალიშვილით ამაყობს.
„ამ კვირას ჩვენ გოგონას მგლის ხახის ოპერაცია ჩაუტარდა, ეს უმძიმესი კვირა იყო ჩვენთვის, ცრემლიანი თვალებით ვამბობ, რომ ყველა იმ მშობელს თანავუგრძნობ, ვისაც შვილების ჯანმრთელობის პრობლემების გამო მსგავსი პერიოდის გადატანა უწევს“, – წერს ფონსეკა.