მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს კლასი – ავიაკომპანია Korean Air-ს აქვს. სამხრეთ კორეის ყველაზე დიდმა გადამზიდმა ყოველწლიური პრემიის „skyway service award“-ის რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა. გარდა საუკეთესო ბიზნეს კლასისა, კომპანია ყველაზე ლოიალური პროგრამისთვისაც დააჯილდოვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ „კორეის ავიახაზები“ მთლიანად მგზავრების მოთხოვნებზეა მორგებული. შეგახსენებთ, რომ „skyway service award“ არის ერთადერთი პრემია, რომლის გამარჯვებულსაც არა ექსპერტები, არამედ თავად ავიამგზავრები ირჩევენ, ამიტომ მისი მიღება დიდ პატივად მიიჩნევა.
რაც შეეხება Korean air-ს ის რეისებს 46 ქვეყნის 130-მდე ქალაქში ასრულებს და მათ შორის – სიდნეი, ოკლენდი, ბანგკოკი და პხუკეტიცაა.