LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მგზავრებს ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“ – სექტემბრში, ორი დღის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება

194
ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სექტემბრის დასაწყისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორი დღის განმავლობაში, დაგეგმილი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება.

„რეაბილიტაციის პერიოდი 3 სექტემბრის დილის 07:00 საათიდან, 5 სექტემბრის ღამის 01:00 საათამდე პერიოდში იგეგმება. მგზავრებს ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ამ პერიოდში დაგეგმილი გაფრენა/მოფრენის დროები უცვლელია, იცვლება მხოლოდ აეროპორტები!

ავიაკომპანიებმა აეროპორტების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მგზავრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უკვე აცნობეს. მგზავრების თბილისიდან ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან და ბათუმიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანია „ომნიბუს ექსპრესი“ (Omnibus Express) უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით  სატრანსპორტო კომპანიას“, – აღნიშნავენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

მათივე ცნობით, 2023 წლის შვიდი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ მაჩვენებელს მოემსახურა.

„რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარემონტო სამუშაოების განხორციელება.

ფრენების უსაფრთხოების მიზნით, მუდმივად ხდება საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის შემოწმება. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია“, – აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g