ავიაკომპანია JetBlue-ს მგზავრმა მეგობარ გოგონასთან იჩხუბა და გაბრაზებულმა თვითმფრინავის კარი გახსნა. ამის შესახებ CBS News წერს.
როგორც გამოცემა აზუსტებს, ინციდენტი ბოსტონის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა და ამ დროს ლაინერი პუერტო-რიკოსკენ უნდა გაფრენილიყო.
მომხდარის თვითმხილველმა ფრედ უინიმ ჟურნალისტებს უამბო, რომ მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ ზუსტდება, მეგობართან ერთად მის უკან იჯდა. მას შემდეგ რაც წყვილმა იჩხუბა, გაბრაზებულმა მგზავრმა თავისი ადგილი დატოვა, ცენტრალურ გასასვლელთან მივიდა და მოულოდნელად ავარიული კარი გახსნა.
წყაროს ინფორმაციით, კანონდამრღვევი თანამგზავრებმა დააკავეს და პოლიციის მოსვლამდე შეაჩერეს. დიდი ალბათობით, მამაკაცს ბრალს უახლოს მომავალში წაუყენებენ და მას სასამართლოს წინაშეც მოუწევს პასუხის გება.