LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრი, რომელიც თვითმფრინავის გატაცებას ცდილობდა, ბორტზე მყოფმა ბოქსიორმა შეაჩერა

83

შეიარაღებული მგზავრი რომელიც თვითმფრინავის გატაცებას ცდილობდა – ბორტზე მყოფმა ბოქსიორმა შეაჩერა. შემთხვევა მიუნხენიდან პარიზისკენ მიმავალ რეისზე მოხდა და მგზავრებს ძალიან გაუმართლათ, რომ მათ შორის ყოფილი  სპორტსმენი და საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი ტარიკ საჰიბედინიც იყო.

დებოშირი ძალიან აგრესიულად იქცეოდა, მან პილოტის კაბინაში შეღწევა და კურსის შეცვლაც კი სცადა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ზედმეტად აღგზნებული მამაკაცი უცებ ადგა და განაცხადა, რომ მიუნხენში მეგობრები უნდა ენახა, ამიტომ უკან უნდა გაფრენილიყვნენ. ამ დროს ბორტზე 200 მგზავრი იმყოფებოდა და რომ არა საჰიბედინი, შესაძლოა ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრებულიყო. ბოქსიორმა დებოშირი შეაჩერა და მოგვიანებით პოლიციელებსაც გადასცა. მადლობის ნიშნად სპორტსმენი პილოტის კაბინაში შეიყვანეს და პატარა ფოტოსესიაც მოუწყეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები