LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Microsoft-ის გუნდი ქართველი ახალგაზრდებით ივსება – მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიას ლანა ოქროპირიძეც შეუერთდა

427
242678264-10159670787512700-671897308800836536-n

მსოფლიოს წამყვან კომპანიებში ქართველი ახალგაზრდების დასაქმების ტენდენცია გრძელდება. ამჯერად, Microsoft-მა კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა დაასაქმა.

თავისუფალი უნივერისტეტის MACS[E]-ის სკოლის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის კურსდამთავრებულმა, ლანა ოქროპირიძემ მუშაობა Microsoft-ის პრაღის ოფისში დაიწყო.

ლანა Microsoft Teams-Engineering-ის გუნდს შეუერთდა Software Engineer-ის პოზიციაზე. ლანამ ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა 2020 წელს Top GPA-ით დაამთავრა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, Microsoft-ს გუნდს თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებებების პროგრამის კურსდამთავრებული ლევან გოდერძიშვილიც შეუერთდა.

კიდევ ერთი ქართველი Microsoft-ში

ქართველები მსოფლიოს გიგანტ კომპანიებში: თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული Microsoft-ის გუნდს შეუერთდა

Microsoft-ს კიდევ ერთი ახალგაზრდა, ქართველი თანამშრომელი ეყოლება

mazda magti 5g