LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Microsoft-მა iOS-ისთვის სპეციალური ფოტო-აპლიკაცია შექმნა

22

რა გასაოცარიც არ უნდა იყოს, კომპანია Microsoft-მა ახალი აპლიკაცია შექმნა, რომელიც მხოლოდ iOS-ის პლათფორმისთვისაა განკუთვნილი. ახალი პროგრამა iPhone-ების, iPad-ებისა და iPod-ების მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ფოტოს გადაღების დროს უბრალოდ ჩართონ კამერა და დაანახონ სასურველიი სიუჟეტი. აპლიკაცია ავტომატურად იღებს რამდენიმე კადრს და არჩევს მხოლოდ მას, რომელიც ყველაზე უკეთესია კონტრასტულობით, ფერთა გამით, მოძრაობის სტატიკურობითა და კადრის გარჩევადობის მიხედვით.

Microsoft-ის განცხადებით აღნიშნული აპლიკაცია ამ ეტაპზე მხოლოს iOS-ისთვის იქმნება, თუმცა იმის გამო, რომ ოპერაციული სისტემის – ,,ფანჯრების” (Windows-ის) ავტორი უკვე მწვანე რობოტის სისტემაზეც მოღვაწეობს, არაა გამორიცხული, რომ აპლიკაცია მალე ანდროიდზეც ვიხილოთ.

ამერიკულმა კორპორაციამ უკვე წარმოადგინა საპრეზენტაციო ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ახდენს აპლიკაცია ავტომატურად განათების, კადრის ფოკუსირებისა და ხარისხის განსაზღვრას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები