ფოტოზე ოსკარ-ალბერტო მარტინესი და მისი 2 წლის ქალიშვილი ვალერია არიან. ბავშვის ხელი მამას არის მაისურზე ჩაჭიდებული, თითქოს პატარა სიცოცხლის ბოლო წუთებში სასოწარკვეთილი მიეკრო.
ტრაგიკული ბედის ფოტო ჟურნალისტმა ხულია დე ლიუკმა გააკეთა და მექსიკურ გაზეთში La Jornada გამოქვეყნდა.
პრესის ინფორმაციით, სალვადორის მკვიდრი მარტინესი იმედგაცრუებული დარჩა, რადგან აშშ-ს ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფრის საკითხზე პირდაპირ ვერ მიმართა და ამიტომ მექსიკისა და აშშ-ს საზღვარზე, მდინარე რიო გრანდეს გადაცურვას შეეცადა.
მან შვილთან ერთად ამერიკულ მხარემდე მიაღწია და ვალერია ნაპირზე დატოვა, ისევ წყალში შევიდა, რათა ცოლი წამოეყვანა. ბავშვმა, დაინახა რა, რომ მამა შორდებოდა, წყალში შევიდა და იძირებოდა.
მარტინესი შვილის გადასარჩენად მიბრუნდა, ის წყლიდან ამოიყვანა, მაგრამ მერე ძლიერმა დინებამ წაიღო. ასე მოუყვა ცოლი პოლიციას.
სოცქსელებში ამ კადრს სირიელი ბიჭუნას ალან კურდის ფოტოსურათს ადარებენ, რომელიც 2015 წელს საბერძნეთის კუნძულებთან დაიხრჩო. მაშინ ბავშვის ფოტომ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.
ალან კურდი
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ზომები გაამკაცრა და მიგრანტების რიცხვი მკვეთრად შეამცირა.
მექსიკა-აშშ-ს საზღვარზე ყოველკვირეულად გასაუბრებას 40-45 ადამიანი გადის, რიგში კი 800-დან 1700 ადამიანამდეა.
უკანონო მიგრანტების ოჯახი მექსიკის სასაზღვრო პატრულს გაურბის