როგორც ცნობილია, 78 წლის მიკ ჯაგერი The Rolling Stones-ის ტურნეში იმყოფება. გასულ კვირას არტისტი და მისი შეყვარებული მაიამის სანაპიროზე გადაიღეს.
ფოტო: 78 წლის მიკ ჯაგერმა 34 წლის მეგობარი გოგონა გამოაჩინა
ამჯერად ლეგენდარულმა არტისტმა მაიამის სასტუმროს აივანზე გადაღებული ფოტოებით მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ის სუფთა ჰაერზე წვერს იპარსავდა. მას ფუტურისტული სათვალე ეკეთა და 44 წლით უმცროს შეყვარებულს ეხუტებოდა. ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მოიცვა.
„აი როგორ ინარჩუნებს მიკი მარადიულ ახალგაზრდობას“, „უბერებელი მიკი“, – წერენ კომენტარებში.