LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაილ როთი – „თავისუფლებისთვის მებრძოლებს და თავდადებულ ევროპელებს საქართველოში სჭირდებათ სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით“

123
მიხაილ როთი

ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების მანიპულაციასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ქართველ ხალხს სჭირდება სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით.

„თავისუფლებისთვის მებრძოლებს და თავდადებულ ევროპელებს საქართველოში სჭირდებათ სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით: ევროკავშირის სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების მანიპულაციასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში. გაყალბებული არჩევნების არაღიარება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა!“ – წერს როთი.

პრეზიდენტი უკრაინიდან „ქართული ლეგიონის“ დაბრუნების და აქციებში მონაწილეობის გეგმაზე: „სრული პროპაგანდა – ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g