LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელი: „კოსმიური შტორმის პერიოდი გვაქვს წინ… დედამიწა დღეიდან შედის უარყოფით ენერგოველში, რაც გრძელდება 15 ნოემბრამდე…“

461
მიშა ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილასთან“ საუბრობს იმ მძიმე პერიოდის შესახებ, რომელიც ახლა იწყება:

„ამ წლის განმავლობაში სრული მობილიზაცია გამოაცხადეთ. კოსმიური შტორმის პერიოდი გვაქვს წინ. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე მოვლენას უნდა მივაქციოთ ყურადღება. დედამიწა დღეიდან შედის უარყოფით ენერგოველში, რაც გრძელდება 15 ნოემბრამდე. მერკური და ვენერა გადადიან მორიელში, ეს არის აგრესია, სიჯიუტე, სულსწრაფობა, სარკასტული გამოთქმები, წყენა, სამაგიეროდ გადახდა, პირდაპირობა. ეს უარყოფითი მოიმატებს ენერგოველთან ერთად. მესამე ფაქტორია მზისა და მთავრის დაბნელება. ეს ნეგატიურ დაღს ასვამს და ადამიანს აყენებს გამოცდების წინაშე – თავდაჭერილობა, სიფრთხილე, წინდახედულობა, პრაგმატული აზროვნება, ეს იქნება მნიშვნელოვანი. ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია და იმოქმედებთ სწორად. ორი დიდი პლანეტა შავი ენერგისაა ერთმანეთს ხვდებიან კირჩხიბის ზოდიაქოში. კირჩხიბი ოჯახია და პატრიოტიზმია. ახლა მზად იყავით, რომ ადამიანები გამოხტებიან და დაიწყებენ ეროვნული ფასეულობების დაკნინებას…“

„ავტოფარეხში შავი კატები გავამრავლე და მას შემდეგ წარმატებების პერიოდი დამეწყო“ – ფორტუნას „დილის სტუმარი“ მიხეილ ცაგარელი

დღეს სავსემთვარეობაა, 22:37 საათზე აავსეთ ჭიქა წყალი, მშვიდად ჩაუთქვით სურვილები და დალიეთ: რას ამბობს მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელი: „დღეს სატანური დღეა – ნუ ვიხმაურებთ, ნევროზი მოიმატებს, მოვერიდოთ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა ზედმეტი ეჭვიანობა, სიჯიუტე..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები