გაზაფხულის ბუნიობოს საკრალური, მეტად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სწორედ დღეს გაუტოლდება დღე ღამეს. ილოცეთ და ჩაიფიქრეთ სურვილები, მით უფრო, რომ დღეს ასტროლოგიური ახალი წელი ანუ მზის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა აღინიშნება.
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:40-დან 19:47 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მზის ერთი თვით ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, შემართებას და შეუპოვრობას, კომუნიკაბელურობას და გონებამახვილობას, ორგანიზებულობას და ლიდერულ თვისებებს, მეორეს მხრივ, სიჯიუტეს და აგრესიას, სულსწრაფობას და ეგოიზმს გააძლიერებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ბინის მოსაწყობად და დიზაინის შესაცვლელად, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ზედმეტი სითხის და ალერგიის გამომწვევი პროდუქტის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, შავი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი, ოპალი და აკვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.