LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1363
მიხეილ ცაგარელი

საკმაოდ რთული დღეა, რადგან დედამიწის უარყოფით ენერგოველში გადასვლა სერიოზულად დაამძიმებს გარემოს და საერთო სიტუაციას. არ ღირს ახალი კონტაქტების დამყარება, უმჯობესია მეტი დრო დაუთმოთ ძველ მეგობრებს და მათთან ურთიერთობას.

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება ოფიციალური დოკუმენტების შევსებისას, რადგან დღეს და ხვალ განსაკუთრებით მოიმატებს შეცდომის დაშვების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – მართალია, მოჭარბებული გრძნობების ფონზე, დაკარგავთ ობიექტურობის შეგრძნებას, მაგრამ არ ღირს პარტნიორის ზედმეტად გაიდეალება, რათა ისევ თქვენ არ გაგიცრუვდეთ იმედი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – აკონტროლეთ საკვების და სასმლის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. მოერიდეთ ხორციანი კერძების მიღებას, მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, ოპალი, აქატი, ამეთვისტო და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები