LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (19-25 იანვარი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4201
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში იმყოფება, რაც უდავოდ ძალიან კარგია. ეს მდგომარეობა ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთგაგების ზრდას, სიცოცხლისუნარიანობას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, პოზიტიურ განწყობასა და იდეების წარმატებით რეალიზაციას.

ვერძი – ეს პერიოდი სასიკეთო ცვლილებებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. ენერგია მატულობს, უფრო დინამიური ხდებით. შესაძლებელია ახალი, საინტერესო იდეების ჩამოყალიბება, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში პირად ურთიერთობებშიც კი პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს. მაისის ბოლოს დაბადებული იდეები კვლავ გააქტიურდება და მათი რეალიზაციის შანსი მაღალია. პრობლემები მინიმუმამდე შემცირდება და მათ მარტივად გადაწყვეტთ. გახდებით უფრო მოქნილი, შესაძლებელია შემოსავლის ახალი წყაროს აღმოჩენა ან საქმიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება. რეფორმების დროა – შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება, გარეგნული იმიჯი და ინტერესები. სწავლა, კითხვა და თვითგანვითარება განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება.

კურო – საკმაოდ კარგი პერიოდია. წარმატების რეალური შანსები გაქვთ. ჯანმრთელობა მდგრადია, ხართ აქტიური, ენერგიული, შრომისმოყვარე და დიპლომატიური. სიტუაცია თქვენს ცხოვრებაში სტაბილურდება, მატულობს თავდაჯერება და მრავალი საკითხის მოგვარება მარტივად გახდება შესაძლებელი. ხელსაყრელია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სადაც შესაძლებელია გაიცნოთ მნიშვნელოვანი ადამიანი. ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში.

ტყუპები – ენერგოტონუსი მატულობს, ხდებით უფრო აქტიური, კომუნიკაბელური და გონებამახვილი. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი იდეებისა და გეგმების რეალიზაციისთვის. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, ახალი სიყვარული ან შემოქმედებითი პროექტების დაწყება. ხელსაყრელია უცხოელებთან კონტაქტები, სწავლა და საქმიანი თანამშრომლობა. მოგზაურობა და მრავალფეროვანი ურთიერთობები თქვენს ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს შემოიტანს.

კირჩხიბი – სიტუაცია აშკარად უმჯობესდება. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი. ინტუიციაზე დაყრდნობით სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ. პროფესიული საქმიანობა აქტიურდება, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრები და სასიყვარულო ურთიერთობების განვითარება. შესაძლებელია კარიერული წინსვლა, მაღალი პოზიციის დაკავება ან გრძელვადიანი პარტნიორული შეთანხმებების გაფორმება. ფინანსური საკითხებიც უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს კვირა განსაკუთრებით ნაყოფიერია როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობების კუთხით.

ლომი – ენერგია და სიცოცხლისუნარიანობა მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება. ეს პერიოდი მოგიტანთ როგორც მორალურ კმაყოფილებას, ისე მატერიალურ სარგებელს. კარიერაში ჩნდება პოზიტიური პერსპექტივები. სასიყვარულო ურთიერთობები შესაძლოა მოულოდნელად და ინტენსიურად განვითარდეს. ხელსაყრელია პარტნიორული თანამშრომლობა როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში.

ქალწული – ძალიან კარგი პერიოდია. ენერგოტონუსი და ჯანმრთელობა მაღალ დონეზეა. ხართ შრომისმოყვარე, მომთმენი და მიზანდასახული. იზრდება თქვენი მომხიბვლელობა და პოპულარობა. შესაძლებელია იმიჯის შეცვლა, რაც სხვებზე ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს. პერიოდი მდიდარია რომანტიკული შეხვედრებით. ხელსაყრელია ქორწინებისთვის, ლიდერული უნარების გამოსავლენად და კონკურსებში მონაწილეობისთვის. აქტიურობა მატერიალურ დივიდენდებსაც მოგიტანთ.

სასწორი – პოზიტიური ენერგიები თქვენზეც მოქმედებს. ენერგოტონუსი იზრდება, ხდებით აქტიური, ინიციატივიანი და დიპლომატიური. შესაძლებელია შემოსავლის ზრდა, ოჯახში სასიამოვნო მოვლენები და ქორწინების ტენდენცია. მნიშვნელოვანი საქმეები უმჯობესია ამ კვირაში განახორციელოთ, რადგან შემდეგ კვირაში ენერგოველი სუსტდება. დაეყრდენით ინტუიციას.

მორიელი – ძალიან კარგი პერიოდია აქტიურობისთვის. ხელსაყრელია კომუნიკაცია, შეხვედრები, მოგზაურობა და ახალი ურთიერთობები. რომანტიკული ვნება შეიძლება სერიოზულ კავშირში გადაიზარდოს. იდეების რეალიზაცია ნაყოფიერი იქნება. გამოიყენეთ ეს კვირა მაქსიმალურად, რადგან შემდეგი კვირა შედარებით რთულია.

მშვილდოსანი – ენერგოტონუსი და ჯანმრთელობა უმჯობესდება, ფინანსური მდგომარეობა სტაბილურდება. კარგი პერიოდია ოჯახის შექმნისთვის და ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. შესაძლებელია ინვესტიციები უძრავ ქონებაში. ხელსაყრელია ტრენინგები, პრეზენტაციები, საქმიანი შეხვედრები და საჯარო გამოსვლები. თუმცა ყველა გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღეთ.

თხის რქა – პოზიტიური შანსები მაღალია. ენერგია, კრეატიულობა და მიმზიდველობა იზრდება. ყურადღების ცენტრში მოექცევით და მხარდაჭერას იგრძნობთ თანამოაზრეებისგან. ავტორიტეტი იმატებს, პირადი ცხოვრებაც უკეთესობისკენ იცვლება. მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელებისთვის ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენეთ.

მერწყული – თქვენი დრო დგება. მზე, მერკური და მარსი თქვენს ნიშანში გადადიან და პლუტონის ენერგიას უერთდებიან, რაც ძლიერ წინსვლას და წარმატებებს მოიტანს. იზრდება შრომისუნარიანობა, ქარიზმა და მიზიდულობა. მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები ურთიერთობებში და შემოსავლის ზრდა.

თევზები – გამოიყენეთ ეს კვირა მაქსიმალურად, რადგან შემდეგი კვირა უფრო რთული იქნება. ენერგოტონუსი მაღალია, ინტუიცია გაძლიერებული. ხელსაყრელია ახალი პროექტები, პარტნიორული ურთიერთობები და შემოქმედებითი საქმიანობა. შესაძლებელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც.

გეომაგნიტური დღეები: 21, 22, 23 იანვარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები