LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (20-26 ოქტომბერი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

5561
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა უკვე ამ კვირიდან, 22 ოქტომბრიდან, თანდათან გადადის პოზიტიურ ენერგოველში. კვირის პირველი ორი დღე – ორშაბათი და სამშაბათი საჭიროებს სიფრთხილეს, რადგან 21 ოქტომბერს ახალმთვარეობაა, რაც ენერგეტიკულად რთულ პერიოდად ითვლება. ამ დღეებში მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილებებს და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. 22 ოქტომბრიდან კი პოზიტიური ენერგოველი ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების წარმოებას, იდეების რეალიზაციასა და განწყობის გაუმჯობესებას.

23 ოქტომბერს მზე ერთი თვით გადავა მორიელის ზოდიაქოში, რაც გააძლიერებს ადამიანებში ინტუიციას, მებრძოლ სულს, ლიდერულ და ორგანიზატორულ თვისებებს, თუმცა შესაძლოა სარკაზმისა და აგრესიის ტენდენციაც შეიმჩნეოდეს.

ორშაბათი და სამშაბათი ყველა ნიშნისთვის მოითხოვს სიფრთხილეს და კონფლიქტების თავიდან არიდებას, ხოლო 22 ოქტომბრიდან კვირის ბოლომდე უმეტესობისთვის წარმატებული პერიოდი დგება.

ვერძი – ადვილად გადაჭრით პრობლემებს და მნიშვნელოვან საკითხებს. ენერგია და აქტიურობა მაღალია, ორგანიზატორული უნარები მკაფიოდ გამოვლინდება. კარგი პერიოდია ფინანსური საკითხების მოსაწესრიგებლად, ხელშეკრულებების დასადებად და მოლაპარაკებების წარმართვისთვის. იაქტიურეთ 22 რიცხვიდან, როდესაც მოვლენები სასიკეთოდ განვითარდება.

კურო – კვირის დასაწყისში სიფრთხილე გმართებთ, თუმცა 22 ოქტომბრიდან ენერგია და იმუნიტეტი მკვეთრად გამოგიკეთდებათ. ეს დღეები განსაკუთრებით ხელს უწყობს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებასა და ჰარმონიის დამყარებას. შესაძლებელია მნიშვნელოვანი საქმიანი შეთანხმებების დადება, ხოლო რომანტიკული ურთიერთობებისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.

ტყუპები – თქვენი ენერგია კვლავ მაღალია, ხოლო 22 რიცხვიდან პოზიტიური სიახლეებიც შემოვა. იზრდება თქვენი აქტიურობა, გონებამახვილობა და კომუნიკაციის უნარი. შესაძლოა სამუშაოს ახალი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც არა მხოლოდ მატერიალურ სარგებელს, არამედ მორალურ კმაყოფილებასაც მოგიტანთ. ეს საუკეთესო პერიოდია ახალი საქმიანობის დასაწყებად.

კირჩხიბი – ახალმთვარეობა თქვენზე განსაკუთრებით მოქმედებს, ამიტომ კვირის დასაწყისი ფრთხილად გაიარეთ. 22 რიცხვიდან ენერგია და ემოციური ბალანსი აღდგება. შემოქმედებითი საქმეები და ოჯახური ურთიერთობები გამყარდება. მოერიდეთ ძალაუფლების გადამეტებულ გამოვლენას, რათა ჰარმონია არ დაირღვეს. გაუმჯობესდება ურთიერთგაგება შვილებთანაც.

ლომი – ენერგია მაღალია, თუმცა კვირის პირველი დღეები მოითხოვს მოთმინებასა და დიპლომატიას. 23 ოქტომბრიდან წარმატების შანსი გაორმაგდება. კარგი პერიოდია ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად და სახლის განახლებისთვის. სამსახურში საჭირო იქნება მეტი მოქნილობა და პარტნიორებთან დათმობა, რათა თანამშრომლობა სტაბილურად გაგრძელდეს.

ქალწული – კვირის დასაწყისში სიფრთხილე გმართებთ, თუმცა შემდგომი დღეები წარმატებას გპირდებათ. ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა უმჯობესდება. ხელსაყრელი პერიოდია პროფესიული განვითარებისა და მატერიალური პროგრესისთვის. შესაძლებელია ახალი პროექტების დაწყება, მოგზაურობა ან სასწავლო პროცესში ჩართვა.

სასწორი – ორშაბათი და სამშაბათი მოითხოვს სიფრთხილეს, მაგრამ 22 ოქტომბრიდან ენერგია და კომუნიკაციის უნარი საგრძნობლად გაიზრდება. გამოგადგებათ ინიციატივის გამოვლენა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. შესაძლებელია საინტერესო ფინანსური შეთავაზებები და წარმატება პირად ცხოვრებაშიც. ზოგიერთს შეუძლია ოცნებების ახდენაც კი. ხელსაყრელი პერიოდია ქორწინებისთვის და პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებისთვის.

მორიელი – კვირის პირველი ორი დღე მოითხოვს სიფრთხილეს, მაგრამ 23 ოქტომბრიდან მზე თქვენს ზოდიაქოში გადავა და იწყება თქვენი ვარსკვლავური დრო. ინტუიცია ძლიერდება, ენერგია მატულობს, იზრდება მიზანსწრაფულობა და თავდაჯერება. იღბალი თქვენს მხარესაა – გამოიყენეთ ეს პერიოდი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

მშვილდოსანი – თქვენი ენერგია მაღალია, ხოლო 22 რიცხვიდან მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება. შესაძლებელია ფინანსური მოგება ან გაჩნდეს ახალი შემოსავლის წყარო. ხელსაყრელია კონტრაქტების გაფორმება და ბიზნესპარტნიორებთან მოლაპარაკებები. გამოიყენეთ ეს კვირა მაქსიმალურად, რადგან შემდეგი პერიოდი შედარებით რთული იქნება.

თხის რქა – ორშაბათისა და სამშაბათის გამოკლებით, კვირის დანარჩენი დღეები მეტად ნაყოფიერია. ფინანსური კუთხით პოზიტიური ცვლილებები გელოდებათ. შესაძლებელია ძველი მეგობრების ან პარტნიორების დაბრუნება, რაც სასარგებლო თანამშრომლობას გამოიწვევს. კარგი პერიოდია ინტერნეტისა და კომუნიკაციების მიმართულებით.

მერწყული – სტაბილიზაცია და პროგრესი 22 ოქტომბრიდან დაიწყება. კვირის დასაწყისში მოერიდეთ ემოციურ აფეთქებებს. შემდგომ შეძლებთ თქვენი ორგანიზატორული და საქმიანი უნარების სრულად გამოვლენას. პერიოდი ხელსაყრელია ინვესტიციებისა და მსხვილი შესყიდვებისთვის. მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობების გააქტიურებაც – შესაძლოა სწორედ ამ პერიოდში შეხვდეთ თქვენთვის განსაკუთრებულ ადამიანს, თქვენს მეორე ნახევარს.

თევზები – 22 ოქტომბრიდან თქვენი თვითრწმენა და ემოციური სტაბილურობა გაიზრდება. მოერიდეთ პროვოკაციებს კვირის დასაწყისში, მაგრამ ოთხშაბათიდან უკვე იგრძნობთ შინაგან სიმშვიდესა და მიზანმიმართულობას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, უცხოელებთან თანამშრომლობისა და განათლების მიმართულებით განვითარებისთვის.

გეომაგნიტური დღეები: 20, 22, 23 და 26 ოქტომბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები