LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

160

მიხეილ ცაგარელის კვირის (8-14 ოქტომბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

მიმდინარე კვირა ერთ-ერთი ყველაზე რთულია ოქტომბრის თვეში, რადგან დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში მოხვედრა უსიამოვნებების და დაძაბულობის, კონფლიქტების და დაპირისპირების მიზეზი გახდება.

ვერძი – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ ახალი ნაცნობების შეძენას და ძველ მეგობრებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, თუმცა, საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ ოჯახის წევრებსა და კოლეგებთან, ვისთან კონფლიქტის მიზეზი ფინანსური საკითხების შეუთანხმებლობა იქნება.  კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად და ახალი, საინტერესო სამსახურის მოსაძიებლად.

კურო – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რომლებიც საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ თქვენთვის ეცდებიან ზარალის მოყენებას და არც დაპირისპირებას მოერიდებიან. გაგიჭირდებათ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა, რაც სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდება. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია მოლაპარაკებების გასამართად და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ახალი პროექტის ან საქმის დასაწყებად, რადგან ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება.

ტყუპები – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მთავარია, მოერიდოთ აქტიურობას, კამათს და საკუთარი იდეების საჯაროდ გახმოვანებას, არ ღირს არც ახალი კონტაქტების დამყარება, რადგან ნებისმიერი ნაცნობობა აუცილებლად კონფლიქტით დასრულდება. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, საკუთარ თავში უკეთ გასარკვევად და უარყოფითი თვისებების გამოსასწორებლად.

კირჩხიბი – რთული და კონფლიქტური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ადვილად გაღიზიანდებით და გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ნებისმიერ საეჭვო წამოწყებას, მსხვილ საყიდლებს და კაპიტალდაბანდებას. თავი შეიკავეთ კოლეგებთან და პარტნიორებთან კამათისგან, რადგან არაა გამორიცხული ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანი სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

ლომი – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ ინიციატივის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, მაგრამ მოულოდნელად განვითარებული მოვლენები რადიკალურად შეცვლიან თქვენს ცხოვრებას, რაც ნაკლებად მისაღები აღმოჩნდება. აუცილებლად შეასრულეთ საკუთარ თავზე აღებული ყველა ვალდებულება და მოერიდეთ დაპირებების გაცემას. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან, რადგან ნებისმიერი გარიგება მხოლოდ ზარალის და უსიამოვნების მომტანი იქნება.

ქალწული – რთული, ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრფად დაიღლებით, შესაძლოა გახდეთ ავად ან გაგიმწვავდეთ ძველი დაავადება. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვისა და ხელშეკრულებების გაფორმებისგან, მსხვილი საყიდლებისგან, კაპიტალდაბანდებისა და ფულის ფუჭად ხარჯვისგან.

სასწორი – ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან განსხვავებით თქვენთვის კვირა მსუბუქად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ჩაივლის. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, თქვენს მხარეს იქნება იღბალიც, შინაგანი შარმის წყალობით და საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მოხიბვლით კი, არ გაგიჭირდებათ იდეების განხორციელება, თუმცა შეგექმნებათ ფინანსური პრობლემები, რომელთა მოგვარება გადადების გარეშე მოგიწევთ. იმოქმედეთ პრაგმატულად და თანმიმდევრულად, ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის გამოჩენა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას.

მორიელი – დაძაბული, მეტად რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც, მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც. ყურადღების გამოჩენა გმართებთ გარშემომყოფთა მიმართ, რადგან გააქტიურებული მტრები და მოშურნეები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის ზიანის მოყენებას. თავი შეიკავეთ წვრილმანებზე კამათისა და სხვებისთვის საკუთარი შეხედულებების, აზრის მტკიცებისგან, რადგან ნებისმიერი კინკლაობა სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდება, კონფლიქტის გადაჭრა კი, ძალიან გაგიჭირდებათ.

მშვილდოსანი –  მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და არაა გამორიცხული გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, თუ ავტომობილს მართავთ, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. თუმცა, ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად მაინც შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და ახალი ნაცნობების შეძენას, კარიერულ წინსვლას და პროფესიულ განვითარებას.

თხის რქა – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც, მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. თავი შეიკავეთ აქტიურობისგან, მოერიდეთ გარშემომყოფებთან კამათს, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათთან საერთო ენის გამონახვა, უთანხმოება კი, სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდება. არ ღირს დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვა გარიგებებსა და ახალ პროექტებზე, რადგან ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება.

მერწყული – მეტად კონფლიქტური კვირაა, რადგან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ როგორც კოლეგებთან, ისე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, თუ ავტომობილს მართავთ, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავრიების ალბათობა, თუმცა, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა, რაც დაგეხმარებათ შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენასა და იდეების განხორციელებაში. მთავარია თავი შეიკავოთ კოლეგებთან კამათისგან, რათა არ აზარალოთ კარიერა და არ შეაფერხოთ შემდგომი განვითარება.

თევზები – ნაკლებად სასიამოვნო კვირაა, რადგან ურთიერთობა გაგიფუჭდებათ კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან. მოერიდეთ ფულის ფუჭად ხარჯვას, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი გარშემომყოფებთან კამათისა და საქმის გარჩევისგან, უმჯობესია გაერკვეთ საკუთარ სურვილებში, შესაძლებლობებში და იზრუნოთ ინდივიდუალურ პროექტებზე.

 

გეომაგნიტური დღეები – 8, 9, 10 და 13 ოქტომბერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g