LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის პირველი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

672
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396

აუცილებლად შეასრულეთ ყველა დაპირება და საკუთარ თავზე აღებული ვალდებულება.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია მოტყუების და შეცდომაში შეგნებულად შეყვანის, ილუზიების და ცდუნებებს აყოლის ალბათობა.

არ ღირს ფარულად მოქმედება და ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პარტნიორული ურთიერთობა – თავი შეიკავეთ პრეტენზიების წაყენებისა და ურთიერთობის გარჩევისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად. ნაკლებად გაამართლებს სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი, ვერცხლისფერი და ნაცრისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი გაგატი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და ქალწულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები