LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ გიორგაძე: მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის გაუქმებას არავინ აპირებს

55

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან მოთხოვნა რამდენიმე თვის წინ გაიგზავნა და ამ მოთხოვნის გაუქმებას არავინ აპირებს, – ამის შესახებ კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე ახალი მოთხოვნა არ გაგზავნილა.რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დაკავებას, როგორც გიორგაძემ აღნიშნა, უკრაინულ მხარეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები აქვს.

“ახალი მოთხოვა არ გაგზავნილა. დაკავებას რაც შეეხება, უკრაინულ მხარეს აქვს ძალიან კონკრეტული შეკითხვები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g