„თავის დროზე, საქართველოს იცნობდნენ ჩემ გამო, 2012 წლამდე – დღეს უკვე საქართველოს იცნობენ ამ ახალგაზრდების გამო“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
როგორც მან სასამართლო პროცესზე აღნისნა, ყველაზე დიდი მადლობა ეკუთვნის ქართველ ახალგაზრდობას და მათ წინაშე ქედს იხრის.
სააკაშვილის თქმით, ქართული ახალგაზრდობა არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დაანახა მთელ მსოფლიოს,რომ საქართველო ცოცხლობს, საქართველო არ მომკვდარა, იბრძვის, ძლიერია.
როგორც მან აღნიშნა, დღეს არის იმ ლიდერების დრო, რომლებიც მოვლენ ამ ახალგაზრდების წიაღიდან.
„თურმე „ტიკ-ტოკზე“ ავრცელებენ, რომ შევარდნაძემ გამოაცხადა [საქართველოს] პირველი კურსი ევროპად. გეგონება, სააკაშვილის დრო არ ყოფილა. მხოლოდ მე არ ვარ მარტო, ხომ? შევარდნაძის დროს ჩვენ გვესმოდა ერთი და იგივე რაღაც, პრეზიდენტის მთავარ განცხადებად იყო ხოლმე მეცხრე რეაქტორი ჩაირთო, თუ გამოირთო.
სააკაშვილი: „მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ.. თქვენ გაგვიძეხით წინ და ჩვენ, წინა თაობა გამოგყვებით!“
„ვამაყობ თქვენით და თქვენი იმედი მაქვს! მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად“.
როგორც წესი, ირთვებოდა ხოლმე და ამას გვატყობინებდა პრეზიდენტი. ვის გახსენდებათ, იმ დროიდან, ევროპაზე კურსი ან ევროატლანტიკურ თანამშრომლობაზე კურსი?! ან რომც გამოეცხადებინა ასეთი კურსი, სად იყო ასეთი შესაძლებლობა? დიახაც, „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლებამ გამოაცხადა კურსი საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე.
ჯერ იყო “აღმოსავლეთ პარტნიორობა” და მის საფუძველზე შეიქმნა შემდეგ უკვე ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლა ევროპაში. მე ამით ძალიან ვამაყობ. ვამაყობ იმ გუნდით, რომელმაც ეს გააკეთა მაშინ“. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.