LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა

96

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა. ის აცხადებს, რომ შეეცდება, დაიბრუნოს უკრაინის მოქალაქეობა.

სააკაშვილმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დღემდე არ მიუღია მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტები.

“ხელი მოაწერეს რაღაც ბრძანებულებას, რომელსაც დიდხანს არ მაძლევდნენ, გამოაქვეყნეს ჩემი რაღაც ანკეტა, მაგრამ არ გადმოუციათ არც ერთი მთავარი დოკუმენტი, რომლითაც შემიძლია სასამართლოში წავიდე. ანუ, მოქალაქის ბედს წყვეტენ მის ზურგს უკან, საიდუმლო პროცედურით და გადაწყვეტის შემდეგაც კი არ მაძლევენ არც ერთ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც მოქალაქეობა ჩამომართვეს – თუ საერთოდ არსებობს ასეთი დოკუმენტები! ეჭვი მაქვს, რომ ისინი საერთოდ არ არსებობს!” – განაცხადა სააკაშვილმა კიევში.

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე 10 სექტემბერს გადავიდა, მას შემდეგ, რაც ივლისის ბოლოს ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს.

12 სექტემბერს სააკაშვილმა ლვოვში განაცხადა, რომ უკრაინაში მისი მიზანია, ხელისუფლებაში მოვიდეს „ახალი ხალხი“, რომელიც „ქვეყანას შეცვლის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები