„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართულ ოცნებას“ ხაშივით გამოეცხადა. აღნიშნული განცხადება მან „რუსთავი2“-თან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ტრაგედიაა, როდესაც ექსპრეზიდენტი ასეთ მდგომარეობაშია.
„პუტინმა, როდესაც განიზრახა ანექსია ჩვენი ქვეყნის და გამოაგდო წინ თავისი ოლიგარქი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ზედმეტი გახდა აქ მაგრამ მოლაპარაკება იყო ასეთი, მას უნდა „გაეჩმახებინა“ საზღვარგარეთიდან აქ არ უნდა შემოსულიყო და მისი პარტია იქნებოდა მუდმივად მეორე, პირველი იქნებოდა „ქართული ოცნება“.
მოლაპარაკება სააკაშვილმა დაარღვია, როგორც მას სჩვევია და გამოეცხადა „ქართულ ოცნებას“ ხაშივით. ტრაგედიაა, როდესაც ექსპრეზიდენტი ასეთ მდგომარეობაშია სახუმარო არ არის“,- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.