„ხშირად იძახიან: „მურუსიძეები და რაღაც სააკაშვილის დროსაც იყო“. მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მაშინ მურუსიძე. ეს გვარი გაგონილი არ მქონდა“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას აღნიშნა, მისი პრეზიდენტობის დროს, ქვეყანა ორიენტირებული იყო განვითარებასა და მომავალზე:
„ხშირად იძახიან: „მურუსიძეები და რაღაც სააკაშვილის დროსაც იყო“. მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მაშინ მურუსიძე. ეს გვარი გაგონილი არ მქონდა. სასამართლო არაფრის ცენტრი არ იყო. სასამართლო იყო სადღაც, იქ. ცხოვრების ცენტრი სხვა რაღაცაზე იყო ორიენტირებული, ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე. ამათ პოლიტიკა გადააქციეს დაჭერის, ცემის ქმედებებად“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა:
„თქვენ გგონიათ გამასამართლებთ და რაღაცას მომისჯით თქვენი ე.წ. სასამართლოთი და შემდეგ ამერიკასთან წყნარად დაალაგებთ ურთიერთობებს. გქონდეთ ამის იმედი… მე მგონია, რომ ჩვენი ხალხი სხვანაირად განკარგავს. ჩემ დროს ხელმოწერილი ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ თავზე გადაგვახიეს და გავიხედე და სომხეთმა მოაწერა ამ ხელშეკრულებას ხელი. თავი მგონია კოშმარულ სიზმარში“, – აღნიშნა სააკაშვილმა.