LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: „სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მომეწონა რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას და არ დათანხმდა რუსული პროკურატურის მოთხოვნას“

159
სალომე ზურაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი

„მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მომეწონა რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას და არ დათანხმდა რუსული პროკურატურის მოთხოვნას“, – ამის შესახებ ნათქვამია ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის სოციალურ ქსელში ქვეყნდება.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, მან იხილა, რომ „ქ-ნ სალომეს არც მედვედევის მუქარა გამორჩენია მხედველობიდან“:

„პრეზიდენტი გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში“ – არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, ცესკოს მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი არ ჩარეულა, ასეთი ბრალდებები უსაფუძვლოა, მოსკოვი მათ უარყოფს…“ – პესკოვი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა უპასუხა შეკითხვას, „როგორ აფასებს კრემლი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს რუსეთის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ“.

„ოღონდ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ზუსტად ასეთი, მოსკოვიდან მოსული ინსტრუქციების შედეგად უკვე სამ წელზე მეტი ვიმყოფები, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით პატიმრობაში და არ მსურს, რომ ამ უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი პრეზიდენტი, ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს რომელსაც რეალურად შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა.

თქვენ რას ფიქრობთ ხალხო?“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მედვედევი: „საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა – ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრებაა“

მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მომეწონა რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას და არ დათანხმდა…

Posted by Mikheil Saakashvili on Thursday 31 October 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g