საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ის ამბობს, რომ თავის დროზე უკრაინიდან უკანონოდ გააძევეს, ახალმა პრეზიდენტმა კი მას მოქალაქეობა დაუბრუნა.
„მან დამიბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ მქონდა ჩამორთმეული, ისევე, როგორც უკანონოდ ვიყავი გაძევებული ქვეყნიდან. დღის მეორე ნახევარში ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი, კიევში, სადაც ვსწავლობდი, კიევში, სადაც ვმსახურობდი არმიაში; კიევში, სადაც ბევრი მიბრძოლია და ციხეშიც კი ვმჯდარვარ. რა თქმა უნდა, კიევში ვბრუნდები, მაგრამ ჩემი ყველა ფიქრი უკრაინაზე და საქართველოზეც არის, რა თქმა უნდა. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ძალიან საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია, დავეხმარები ზელენსკის და დავეხმარები უკრაინელ ხალხს. უკრაინაში ჩემ წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა, როგორც საქართველოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
გუშინ მას უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოქალაქეობა დაუბრუნა.
