LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა

439
მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელებსა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე, კლინიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასეს, განიხილეს ის საჭიროებები, რაც დაწესებულების, სრული დატვირთვით, ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. იმსჯელეს აქტუალურ საკითხებზე, ადამიანური რესურსების, ინფრასტრუქტურული, კლინიკური და მენეჯმენტის მიმართულებით.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა გადაიჭრას ის საკითხები, რომლებიც კლინიკის სრულფასოვნად ამოქმედებისთვის არის აუცილებელი. მისივე განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები, სამინისტროსა და თანამშრომლების ხედვების შეჯერებით იქნება მიღებული.

უწყების ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრები პერმანენტულად გაგრძელდება, რომლებზეც კლინიკის წინაშე არსებული აქტუალური საკითხი გადაწყდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g