LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ შუფუტინსკიმ ფილადელფიაში ბინა შეიძინა

79

მომღერალი მიხეილ შუფუტინსკი ამერიკაში გადადის. როგორც ცნობილი ხდება, მან რამდენიმე ხნის წინ ფილადელფიაში, შვილის მეზობლად საკმაოდ ძვირადღირებული აპარტამენტები შეიძინა.

”ჩვენ შევიძინეთ ბინა, რომელიც ჩემი შვილის მეზობლად მდებარეობს, ამ ეტაპზე, მისი გარემონტებით ვარ დაკავებული” – აცხადებს მომღერალი.

აღსანიშნავია, რომ პოპულარული შემსრულებელი არ აკონკრეტებს ვინ იგულისხმა ”ჩვენ”-ში, თუმცა, სავარაუდოა, რომ საუბარია სვეტლანა ურაზოვაზე, რომელთანაც ტაბლოიდების ინფორმაციით მომღერალს დიდი ხანია რომანი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ფილადეფიაში მომღერლის უმცროსი შვილი ანტონი მეუღლესთან ბრენდასთან და შვილებთან დიმტრისთან, ნოესთან, ზახართან და ქალიშვილ ჰანასთან ერთად ცხოვრობს.

როგორც ჩანს მიხაელ შუფუტინსკი ძალიან განიცდის შვილის ოჯახთან განშორებას და მისი ამერკიაში ბინის შეძენის იდეაც სწორედ ამ ფაქტთან არის დაკავშირებული – წერენ რუსული ტაბლოიდები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები