LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი: ევროკავშირის ღირსეული ქვეყნის, ხორვატიის პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს, სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან! – ეს არის დამოკიდებულება, რაც უნდა იყოს თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის

143
მიხეილ ყაველაშვილი

დიახ, ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა ხორვატია და მისი პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს, სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომელთაც ორმაგი სტანდარტი აქვთ და სხვა დამოკიდებულებით არიან ჩვენს ქვეყანასთან. აი, ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება და აქ არ არის ზედმეტი არაფერი,- ასე აფასებს მიხეილ ყაველაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

ამასთან, როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება არის „სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორიც უნდა იყოს ორი თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის“.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ასეთი ემოციური და თბილი სიტყვებისთვის. ჩვენ საზოგადოებას მინდა მივმართო, რომ დიახ, ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა ხორვატია და მისი პრეზიდენტი, სიმართლეს საუბრობს, სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომელთაც ორმაგი სტანდარტი აქვთ და სხვა დამოკიდებულებით არიან ჩვენს ქვეყანასთან. აი, ეს არის ნამდვილი, ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება და აქ, არ არის ზედმეტი არაფერი, ეს არის, პირდაპირი მნიშვნელობით, სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს ორი თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა და დიდი მადლობა მას ამისთვის.

კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში ჩამოსვლისთვის. მისი ვიზიტი გრძელდება, შეხვდება პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი დარჩება ჩვენი ქვეყნის ხილვით და მასპინძლობით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის პრეზიდენტთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო ყველა პარამეტრის თვალსაზრისით წარმატებით ვითარდება, მაღალი ზრდის მაჩვენებელი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g