26 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ პორტუგალიასთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი ოჯახთან ერთად, გერმანიაში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.
გიორგი ქოჩარაშვილის ოჯახთან ერთად, ფოტოებზეა Europop-ის გადაცემის, „გასვლითი შეხვედრის“ წამყვანი ლევან ღვინიანიძე, რომლის შესახებაც როინ ქოჩორაშვილი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
„ლევანი მიხსნის, როგორ უყვარს ქოჩორა. აცვია ქოჩორას მაისური, რომელიც თავისი ხელით აქვს მოხატული! ორჯერ იყო ვალენსიაში ჩასული გადაცემის ჩასაწერად და ერთხელ არ უთქვამს გიორგისთვის, შენი მაისური არ მაქვსო! თავმდაბალი და თავის საქმის პროფესიონალი“, – წერს როინ ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში.
ლევანი მიხსნის როგორ უყვარს ქოჩორა💜აცვია ქოჩორას მაისური რომელიც თავისი ხელით აქვს მოხატული! ორჯერ იყო ვალენსიაში ჩასული…
Posted by Roin Kochorashvili on ხუთშაბათი, 27 ივნისი, 2024