ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბორდიურს დაეჯახა, რის შედეგადაც, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.