LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკროსპორია

110
მიკროსპორია

მიკროსპორია არის კანისა და თმის სოკოვანი დაავადება. ძირითადად ავადდებიან ბავშვები. დაავადების გავრცელების წყაროა დაავადებული ადამიანი. იგი გადაედება საგნებით (სავარცხელი, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა). გადამდები შეიძლება იყოს კატა და ძაღლი. შედარებით იშვიათად ხდება დაავადებული ადამიანიდან გადაცემა.

მიკროსპორიას ახასიათებს შედარებით მკაფიო საზღვრები, მრგვალი კონტურები, თავის თმიანის ნაწილის დაზიანებული კერების დიდი ზომები; კეფისა და კისრის ლიმფური კვანძების გადიდება. განასხვავებენ გლუვი კანისა და თავის თმიანი ნაწილის მიკროსპორიას. გლუვი კანის მიკროსპორიის დროს ჩნდება მოვარდისფრო, ლაქები, მრგვალი ფორმის უმნიშვნელო აქერცვლით, რომელიც ვრცელდება პერიფერიისკენ, ხოლო ცენტრში განმეორებით ვითარდება ახალი კერა (რგოლი რგოლში). ზოგჯერ შესაძლებელია მოხდეს კერების ერთმანეთთან შერწყმა, ქმნიან რა კუწუბისებურ წარმონაქმნებს. იშვიათად ვითარდება ღია ვარდისფერი ლაქები მცირე ქატოსებრი აქერცვლით. არც თუ იშვიათად ზიანდება ღინღლისებრი თმები.

თავის თმიანი ნაწილის მიკროსპორია გამოიხატება სწორი, მრგვალი ფორმის, პატარა ზომის კერების გაჩენით მკვეთრად გამოხატული საზღვრებით. კანის საფარველი მოვარდისფრო ფერისაა, დაფარულია პატარა, ფქვილის მსგავსი ქერცლებით. თმები დაზიანების კერაში მომტვრეულია 4 – 8 სმ – ის სიმაღლეზე.
მიკროსპორიის დიაგნოზი ყოველთვის საჭიროებს ლაბორატორიულ კვლევას.
მკურნალობა ტარდება სტაციონარში. დაავადება განკურნებადია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები