LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანის აეროპორტში რეგისტრაციის გავლა ამიერიდან სახით იქნება შესაძლებელი

140
45654

იმ რეისების მგზავრები, რომლებიც იტალიიდან, მილანის საერთაშორისო აეროპორტიდან მიფრინავენ, ამიერიდან შეძლებენ რომ რეგისტრაციისთვის სახის ამომცნობი სისტემა გამოიყენონ. Domusweb-ის ინფორმაციით, ბორტზე მოსახვედრად სხვა პროცედურების გავლა აღარ იქნება საჭირო.

ტექნოლოგიის მიზანი რიგების შემცირებაა, რათა აეროპორტში გატარებული დრო ბევრად უფრო სასიამოვნო გახდეს.

ახალი სისტემის გამოყენება და ჩვეულ ალტერნატივაზე უარის თქმა, თითოეულ მგზავრს თავისი სურვილის მიხევდით შეეძლება. ახალი შესაძლებლობის გამოყენების მსურველებმა სპეციალურ ჯიხურში რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიარონ. იქ მოგზაურის სახის ბიომეტრიულ მოდელს შექმნიან.

ამის შემდეგ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლისას მგზავრს ქაღალდის დოკუმენტების წარდგენა აღარ დასჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები