LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანში „ჭკვიანი“ კამერები ავტომფლობელებს დოკუმენტებს შეუმოწმებენ

33
milanauto

მილანში დაამონტაჟებენ „ჭკვიან“ კამერებს, რომლებიც ავტომფლობელებს მართვის მოწმობას, რეგისტრაციას და დაზღვევას ავტომატურად შეუმოწმებენ.  კამერებს საპატრულო ავტომობილების სახურავზე დააყენებენ და ისინი ყველა გამვლელ ავტომობილს გააკონტროლებენ, რათა დაადგინონ წესრიგშია თუ არა მათი დოკუმენტები.

საჭირო ინფორმაციას სისტემა ავტომობილის სახელმწიფო ნომრის მიხედვით შეამოწმებს. სხვადასხვა ბაზების მოსაძიებლად მას სულ რამდენიმე წამი დასჭირდება.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კამერა ინფორმაციას საჭირო ორგანოებს გადასცემს.

პრობლემური დოკუმენტაციის მქონე ავტომფლობელებს სერიოზული ჯარიმები ელოდებათ. მაგალითად, დაზღვევის არ ქონის შემთხვევაში 866 ევროს გადახდა მოუწევთ.

ახალი სისტემის დახმარებით, მილანში ევროკავშირის გეგმის შესრულება სურთ, რაც 2030 წლისთვის გზაზე სიკვდილიანობის მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს. ამავე მიზნით, იტალიურ ქალაქში „ჭკვიანი“ შუქნიშნებიც დაამონტაჟეს და კანონდამრღვევებს ამ გზითაც ებრძვიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები