ბრიტანელი მილიარდერი მარკ ო’ჰარა აპირებს, რომ 650 მილიონი დოლარი თანამშრომლებს დაურიგოს. Fortune-ს ინფორმაციით, ეს ფული მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა კომპანიის გაყიდვის შემდეგ მიიღო.
როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე დღის წინ გავლენიანმა საინვესტიციო კომპანია BlackRock-მა ო’ჰარას მიერ 2002 წელს დაარსებული PReqin შეიძინა. შეთანხმების მიღწევა 3,32 მილიარდ დოლარად მოხერხდა.
ბიზნესმენი და მისი მეუღლე ლინდი კომპანიის 80%-ს ფლობდნენ. გაყიდვის შემდეგ წყვილმა 2,6 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო, რამაც მათ საშუალება მისცა ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მოხვედრილიყვნენ. დარჩენილი თანხა, რაც დაახლოებით 650 მილიონ დოლარს შეადგენს, Preqin-ის 1,5 ათას თანამშრომელს გადაუნაწილდება.
როგორც გამოცემა აზუსტებს, ეს უჩვეულო ნაბიჯი ო’ჰარას თანამშრომლებისგან ახალ მილიონერებს შექმნის.