LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიარდერმა მთელი ქონება ძაღლს დაუტოვა

120
Ratan-Tata

ინდოელმა ბიზნესმენმა რატან ტატამ თავისი ქონების დიდი ნაწილი მოსამსახურეებს და ძაღლს დაუტოვა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

მილიარდერი და საერთაშორისო კომპანია TaTa Group-ის მფლობელი ოქტომბრის დასაწყისში, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიდი ქონების, დაახლოებით 10 მილიარდი რუპიის მფლობელმა, თავის და-ძმას მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილი უანდერძა.

მთავარ მემკვიდრედ ბიზნესმენმა გერმანული ნაგაზი ტიტო დაასახელა, ასევე დამხმარე კონარ სუბიაჰი და მზარეული რაჯან შოუ. სწორედ ისინი იზრუნებენ ტიტოზე, რომელიც პატრონს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ ტოვებდა და ანდერძის მიხევდით, სიცოცხლის ბოლომდე „განუსაზღვრელ მზრუნველობაში“ უნდა იყოს.

ტატუ არასდროს დაქორწინებულა და შვილებიც არ ჰყავს. ანდერძის არ არსებობის შემთხვევაში მისი ქონების მფლობელი და-ძმა უნდა გამხდარიყვნენ. ტატუს ახლო მეგობრის თქმით, ოჯახისთვის დატოვებული ქონება საკმარისია იმისთვის, რომ მათ უზრუნველად იცხოვრონ, რაც შეეხება ძაღლისა და პერსონალისთვის ნაანდერძებ მილიონებს ეს – „მზრუნველობისა და მონიჭებული სიხარულისთვის მადლიერების ჟესტია.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები