LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

59
yj

რუსეთში დაბადებულმა მილიარდერმა მეწარმემ, ბრიტანული საფინანსო ტექნოლოგიური კომპანია Revolut-ის დირექტორმა, ნიკოლაი სტორონსკიმ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა. ამის შესახებ Revolut-ის წარმომადგენელმა უთხრა The Telegraph-ს.

38 წლის სტორონსკის ბრიტანეთის პასპორტიც აქვს და ის გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო-ტექნოლოგიური კომპანიის, Revolut-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.

რუსეთის მოქალაქეობაზე უარი სტორონსკიმ ახსნა იმით, რომ მამამისზე – სააქციო საზოგადოება „გაზპრომ პრომგაზის“ გენერალურ დირექტორზე – ოქტომბრიდან ვრცელდება უკრაინის სანქციები. მაგრამ Forbes-ის მონაცემებით, სტორონსკიმ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა ჯერ კიდევ მამამისის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამდე.

Forbes-ის შეფასებით, სტორონსკის ქონება 7 მილიარდ დოლარს შეადგენს, მის მიერ დაფუძნებული Revolut-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 33 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.

ნიკოლაი სტორონსკი Forbes-ის რეიტინგის უმდიდრეს ბიზნესმენთაგან მეოთხეა, ვინც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g