LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიმართვა „ოცნების“ დეპუტატებს… თუ როგორ უნდა მოიქცეთ სამშაბათს, ჰკითხეთ და უკეთ აგიხსნიან ამას თქვენი შვილები, მშობლები, ცოლები, ქმრები, ნათესავები, მეზობლები…“ – რომან გოცირიძე

187
რომან გოცირიძე, „ოცნების“ დეპუტატები

„ჩაიხედეთ სარკეში, გაიღიმეთ და თქვით ხმამაღლა: არა, რუსულ კანონს! თუ როგორ უნდა მოიქცეთ სამშაბათს, ჰკითხეთ და უკეთ აგიხსნიან ამას თქვენი შვილები, მშობლები, ცოლები, ქმრები, ნათესავები, მეზობლები“, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, რომან გოცირიძე წერს სოციალურ ქსელში და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართავს.

„მიმართვა „ოცნების“ დეპუტატებს

უმრავლესობის წევრი 85 დეპუტატიდან, როგორ არ უნდა მოიძებნოს თუნდაც 10 წესიერი ადამიანი, რომელიც დაძლევს შიშს და ქვეყნისა და თავისი ოჯახის ინტერესებს დააყენებს ერთი რუსი ოლიგარქის  პირად  ინტერესებზე მაღლა და მომავალ სამშაბათს მხარს არ დაუჭერს აგენტების რუსულ კანონს? ამით თავსაც გადაირჩენს სამუდამო სირცხვილისაგან და მოღალატის დამღისაგან და  ქვეყანასაც დაუტოვებს შანსს.

ნუ ხართ იმ თაგვივით, რომელსაც ყველაზე დიდი ცხოველი კატა ჰგონია, ნუ გგონიათ, რომ ის ერთი კაცი ყველაზე დიდია. ნუ გეშინიათ!

ჩაიხედეთ სარკეში, გაიღიმეთ და თქვით ხმამაღლა: არა, რუსულ კანონს!

თუ როგორ უნდა მოიქცეთ სამშაბათს, ჰკითხეთ და უკეთ აგიხსნიან ამას თქვენი შვილები, მშობლები, ცოლები, ქმრები, ნათესავები, მეზობლები. გავრისკავ და ამ ჩამონათვალს მღვდლებსაც მივაწერ, იქაც არიან წესიერი ადამიანები. 

ყური დაუგდეთ  გულის ხმას.  ხშირ შემთხვევაში, ის გონებაზე მეტს გიკარნახებთ.

აბა თქვენ იცით. სამშაბათამდე

რომან გოცირიძე.

ბევრისმნახველი დეპუტატი.

ვინც მას არ დაუჯერა, მერე ინანა“

მიმართვა “ოცნების” დეპუტატებს უმრავლესობის წევრი 85 დეპუტატიდან, როგორ არ უნდა მოიძებნოს თუნდაც 10 წესიერი ადამიანი,…

Posted by Roman Gotsiridze on შაბათი, 25 მაისი, 2024

საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას სამშაბათს, 28 მაისს, პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

mazda magti 5g