LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარე წლის სამ თვეში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებულია საზკვების 600-ზე მეტი ობიექტი – სახალხო პლატფორმა

625
მაკა-მაისურაძე

მიმდინარე წლის სამ თვეში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებულია საზკვების 600-ზე მეტი ობიექტი – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის სურსათით ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების სამმართველოს უფროსმა მაკა მაისურაძემ ისაუბრა.

რა ევალება სურსათის ეროვნულ სააგენტოს?

სურსათის ეროვნული სააგენტო არის მთავარი მაკონტროლებელი უწყება სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით. მისი ყოველდღიური საქმიანობა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფა, შედეგად კი მომხმარებლის უფლებების, მისი ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ინტერესების, ეკონომიკური ინტერესების დაცვაა.

სურსათით გამოწვეული ადამიანის მოწამვლის შემთხვევებში საზოგადოებრივი კვების სექტორს საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი უკავია არა მხოლოდ საქართველოში, მთელს მსოფლიოში.

სურსათის ეროვნული სააგენტო პერმანენტულად ახორციელებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს. მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით სააგენტო ააქტიურებს საცალო ვაჭრობის პუნქტების კონტროლს. შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ეტიკეტირებას, მიკვლევადობას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

რა სანქციებია დარღვევის შემთხვევაში?

სააგენტოს ინსპექტორებმა, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მასშტაბით შეამოწმეს საზკვების 1000-ზე მეტი ობიექტი, მათ შორის, თბილისში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 200-ზე მეტ ბიზნეს ოპერატორთან; 24 ობიექტში, მათ შორის თბილისში – 14-ში, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე. გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნეს ოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

გარდა ამისა, დოკუმენტური შემოწმების შედეგად დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევები, ვადაგასული სურსათი; ბიზნესოპერატორებს დაევალათ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მითითებების შესრულებასა და სურსათის განადგურებაზე  ზედამხედველობა სააგენტოს ინსპექტორებმა განახორციელეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტად ახორციელებს საზკვების ობიექტების კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში. შედეგების შესახებ საზოგადოება რეგულარულად არის ინფორმირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები