სინდი კროუფორდი – მსოფლიოს ერთ-ერთი საკულტო მოდელია. ცოტა ხნის წინ მან ჟურნალისთვის Edit იპოზიორა.
49 წლის მოდის ვეტერანმა ინტერვიუში ოჯახზე ისაუბრა. სინდის თქმით, ის შიშობს ქალიშვილის, 14 წლის კაიას გამო, რომელმაც მოდელის კარიერა უკვე აირჩია. მოდელს არ სურს, მისი ქალიშვილის პოდიუმს „ემსხვერპლოს“ და ცხოვრების წესი შეიცვალოს.