LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა, ღარიბაშვილი და კობახიძე პროცესზე მოვიდნენ“ – ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

150
Untitled design (1)

ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

პოლიციელის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გამო, ლაზარე გრიგორიადისის მამა 800 ლარით დაჯარიმდა

გრიგორიადისს მართლმსაჯულება პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებას ედავება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვის შემდეგ, გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო.

ბრალდების მხარე დაკავებულის კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობას აყენებდა, რადგან პროკურორების განცხადებით, გრიგორიადისის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

აღნიშნულს დაცვის მხარე არ დაეთანხმა. უფლებადამცველების თქმით, გრიგორიადისი გამოძიებას არ დამალვია, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ლაზარე გრიგორიადისმა სიტყვა მოითხოვა:

გრიგორიადისის ადვოკატებმა, პრემიერის და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს: „ვითხოვთ ბოდიშის მოხდას.. ღირსებისა და პატივის შემლახველი განცხადებების გამო, სამოქალაქო წესით პასუხი აგონ“ 

„ირაკლი კობახიძესთან და ირაკლი ღარიბაშვილთან სასამართლო მექნება და მინდა, რომ ორივე პირი სასამართლოზე იმყოფებოდეს, ვინაიდან მხოლოდ მათი ადვოკატების წინადადებების მოსმენა არ მინდა, მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა.

კიდევ მექნება ტელეკომპანია „იმედთან“ სასამართლო სხდომა. ისეთი მონტაჟი გააკეთეს, ცუდად დაამონტაჟეს. უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ.

თმასთან დაკავშირებითაც მექნება [სასამართლო]. ცოტა ხანში გლდანის ციხესთან დაკავშირებით გავაკეთებ [განცხადებას].. რა დარღვევები ხდება იქ“, – თქვა ლაზარე გრიგორიადისმა.

ცნობისათვის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 7, 8 და 9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით, 29 მარტს დააკავეს, 31 მარტს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ადვოკატი: ლაზარე გრიგორიადისს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს

პენიტენციური სამსახური: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ 

„ციხეში მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ „ოცნებას“ ხელიდან გამოგლიჯა მისი სამშობლო, რომელსაც არუსებდნენ – თუ ამ მოზარდს გაწირავენ აქციები უნდა დავიწყოთ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები